გრილ-თბილ სერვისი — კომპანიის შესახებ

ჩვენ შესახებ


​„გრილ-თბილ სერვისი“ 2013 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების სრულ ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს.
​ჩვენი საქმიანობა მოიცავს პროექტირებას (რემონტამდელი კომუნიკაციების კედელში დაქსელვას), მონტაჟსა და დემონტაჟს, კონდიციონერების პროფესიონალურ წმენდა-რეცხვას (შიდა და გარე ბლოკების), სისტემების ვაკუუმირებას, ჟონვის დიაგნოსტიკას, შეკეთებასა და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას. ყველა პროცესი სრულდება თანამედროვე სტანდარტების დაცვით, რაც უზრუნველყოფს სისტემების უსაფრთხო, ეფექტურ და ხანგრძლივ მუშაობას.
​ტექნიკურ მომსახურებასთან ერთად, ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოში წარმოდგენილი ნებისმიერი ბრენდის ტექნიკა და ისარგებლოთ „ერთი ზარის“ პრინციპით — მიიღოთ სრული პაკეტი: უფასო სატელეფონო კონსულტაციიდან და პროდუქციის შერჩევიდან, ადგილზე მიწოდებასა და პროფესიონალურ მონტაჟამდე.
  






მომხმარებლისთვის აუცილებელი პირობაა, სასურველი სერვისისა თუ პროდუქციის შეძენამდე გაეცნოს კომპანიის წესებსა და პოლიტიკას, ასევე ვებგვერდის მოხმარების წესებს. თუკი არ ეთანხმებით რაიმეს უნდა შეწყვიტოთ ვებგვერდით სარგებლობა. პროდუქტის შეძენისას, ღილაკზე დაჭერით, თქვენ ეთანმხებით წესებს, რომელიც კომპანიისა და მყიდველს შორის არსებობს.

ტერმინთა განმარტება

• კომპანია- შპს ,,გრილ-თბილ სერვისი“ /სავაჭრო ნიშნით ასევე ,,გრილ-თბილ სერვისი“/; თბილისი, ალიო მირცხულავას 9/11; იურიდიული მისამართი: თბილისი, ალიო მირცხულავას 9/11; ელ.ფოსტა: Griltbilservice2012@gmail.com; tel. 5581031130, 596120006.
• ვებ-გვერდი- კომპანიის ვებ-გვერდი - griltbilservice.ge, რომლის მეშვეობითაც ხდება მომხმარებელთა მომსახურება;
• ნივთი- კომპანიას შესაძლებლობა აქვს მოგაწოდოთ საქართველოში წარმოდგენილი ნებისმიერი ბრენდის, თითქმის ყველა პროდუქცია, საბითუმო ფასად.
• ნივთისშეძენა - პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ და სატელეფონო ზარით.
• მომხმარებელი- ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ვებგვერდზე რეგისტრაციის გზით ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს ან/და აწარმოებს კომუნიკაციას კომპანიასთან ნივთის შეძენის მიზნით;
• შეთანხმება- მომხმარებელს და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ვებგვერდის მოხმარების წინამდებარე წესებსა და პირობებს (მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში), ონლაინ შეძენის პირობებს, ონლაინ განვადების პირობებს, მიწოდების პირობებს, საგარანტიო მომსახურების პირობებს, კომპანიის სერვისით სარგებლობის პირობებს, პროდუქციის შეკეთების/გადაცვლის/დაბრუნების პოლიტიკას და კონფიდენციალობის პოლიტიკას.

მხარეთა უფლება-მოვალეობები
ვებგვერდის სარგებლობისას მომხარებელი ეთანხმება პირობებს:

• ინფორმაციის მოწოდება, რათა ისარგებლოთ სერვისით
• პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციის სისწორეზე
• იღებთ პასუხისმგებლობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი ფინანსური მონაცემები გამოიყენება კეთილსინდისიერად.
• დაუშვებელია ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის კოპირება და გამოყენება კომპანიასთან შეთანხმების გარეშე.
• არ ასაღებთ სხვა პირის მონაცემებს , როგორც საკუთრებად.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ:
• დავიცავთ შეთანხმების პირობებს.
• რამდენადაც შესაძლებელია დავიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას.
• შეთანხმებულ მისამართზე და შეთანხმებულ დროზე მოგაწოდებთ პროდუქციას.
• იმ შემთხვევაში თუ მარაგი იყო ამოწურული, ამის შესახებ გაცნობებთ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, თქვენს მიერ სატზე მითითებულ ნომერზე და გადახდის შემთხვეევაში თანხა დაგიბრუნდებათ.

ნივთის შეძენა
• პროდუქციისა შეძენა ხდება საიტზე რეგისტრაციის შემდეგ.
• საიტით სარგებლობა შეგიძლიათ კვირის ნებისმიერ დღეს 24/7-ზე.
• პროდუქტის შეძენისას, დამატებითი ხარჯი, (არსებობის შემთხვევაში) აისახება გადახდისას.
• ონლაინ გადახდა/განვადება შესაძლებელია თბს ბანკის მეშვეობით.
• კომპანია იტოვებს უფლებას, საიტზე განთავსებული პროდუქციისა და სერვისის ცვლილებას, მისი საჭიროებიდან გამომდინარე. ცვლილება ძალაშია საიტზე ასახვიდან.

ნივთის მიწოდება
• ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით, მომხმარებელი უნდა გაეცნოს საიტზე არსებულ პირობას.


შეკვეთის გაუქმება
• კომპანიამ შესაძლოა გააუქმოს შეკვეთა, მარაგების ამოწურვის და სხვა ვალიდური მიზეზების გამო. ინფორმაცია დაუყოვნებილ იქნება გაგზავნილი მომხმარებელთან და მოხდება თანხის დაბრუნება.
• მომხმარებელი შეკვეთას ვერ გააუქმეს საიტზე. ზარი უნდა გახორციელდეს კომპანიის მითითებულ ნომრებზე და კომპანია გააუქმებს..

პასუხისმგებლობის შეზღუდვა
მომხამრებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თუკი საიტი არ მუშაობს გამართულად, ვერ რეგისტრირდება, ვერ ახორციელებს მონაცემების დაფიქსირებას, აუცილებლად უნდა დარეკოს კომპანიაში, მითითებულ ნომრებზე, სადაც ეცდებიან რომ დახმარება გაუწიონ, რადგან კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას, ასეთ შემთხვევაში მომხმარებლის მონაცემების დაცვაზე, ასევე იტოვებს უფლებას შეზღუდოს მომხმარებლის მიერ საიტის გამოყენება.

საჩივრები
სერვისის გაუმჯობესების მიზნით, საჩივრის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ მეილზე griltbilservice2013@gmail.com, კომპანია 7 სამუშაო დღეში დაგიბრუნდებათ პასუხით.
იმ შემთხვევაში ,თუ მომხმარებელი უკმაყოფილოა პროდუქტით,რომელიც საჭიროებს მონტაჟს/ინსტალაციას და დემონტაჟს/დეინსტალაციას, პროდუქტის დაბრუნების ან გადაცვლის შემთხვევაში ,რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის დამატებითი მოთხოვნიდან გამომდინარე ,სერვისის საფასურის ანაზღაურება ეკისრება მომხმარებელს.
დასკვითი ნაწილი
• არ გამოიყენოთ ავტომატური სისტემა ან პროგრამა ჩვენს ვებგვერდიდან ან ნივთის ონლაინ შეკვეთა/შეძენის ფუნქციასთან მიმართებაში.
• არ შეაგროვოთ პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია ამ გვერდიდან, არ გამოიყენოთ ვებგვერდის მიერ მოწოდებული საკომუნიკაციო სისტემები კომერციული შუამავლობისთვის. არ უშუამავლოთ ვებგვერდის ნებისმიერ მომხმარებელს არანაირი მიზნით. არ გამოაქვეყნოთ ან არ გაავრცელოთ რაიმე ვაუჩერი და კოდი და არ გატეხოთ ეს ვებგვერდი.
• წინამდებარე შეთანხმება შედგენილი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. კომპანიასა და მომხმარებელს შორის შეთანხმების დადებისა და შესრულების ადგილად ითვლება ქ. თბილისი და შეთანხმებიდან გამომდინარე სადავო ურთიერთობები გადაწყდება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოების შედეგად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.




ონლაინ განვადება


„გრილ-თბილ სერვისის“ საიტზე თქვენ შეძლებთ მარტივად შეიძინოთ განთავსებული პროდუქცია პირდაპირი გადახდით ან ონლაინ განვადებით, თბს ბანკის მეშვეობით.





მიწოდების პირობები

ნივთის მიწოდება


• კომპანიას პროდუქტის მიწოდება და სერვისით სარგებლობა აქვს ძირითადად ქალაქ თბილისსა და მის შემოგარენში. მიწოდების ვადა განისაზღვრება 1-7 სამუშაო დღით.


• იმ შემთხვევაში თუ მიწოდება არ მოხდა ზემოთ მითითებულ ვადაში, საჭიროა განიხილებოდეს დამატებითი გონივრული ვადა მომხმარებლის მხრიდან, უარის შემთხვევაში გადახდილი თანხის არსებობის დროს, თანხა დაუბრუნდება.

• პროდუქტი კომპანიის მხრიდან განთავსდება იმ მისამართზე რომელიც რეგისტრაციისას არის მომხმარებლის მხრიდან მითითებული.

• კომპანიის მხრიდან მომხმარებელი მიწოდების თაობაზე წინასწარ იქნება ინფორმირებული.

• თუ მიწოდებისას, მომხამრებლის მხრიდან შეიქმნა დაბრკოლება, (არ პასუხობს, არ არის მისამართზე და სხვ.) კომპანია იტოვებს ნივთს და მეორედ მიწოდების შემთხვევაში, განმეორებითი მიწოდებაც ანაზღაურდება.

• მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს კომპანიის მიერ შეთავაზებული მიტანის სერვისით, არ შეუძლია ნივთის თავად გატანა.

• საიტზე ნივთის შეძენასთან ერთად, მომსახურების შეძენაც შესაძლებელია, კომენტარის ველში სასურველი სერვისის მითითებით. (მონტაჟი/დემონტაჟი და სხვ.)


საგარანტიო ტალონი

კანონისმიერი გარანტია

• თუ პროდუქციას აღმოაჩნდა ქარხნული წუნი მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს შეკეთება,
• შეცვლა უფასოდ ან პროდუქციის ფასის დაკლებით ან გააუქმოს ხელშეკრულება.
• მომხმარებელს უფლება აქვს პროდუქციის შეცვლა მოითხოვოს უფასოდ, თუკი
• პროდუქტის შეკეთება შეუძლებელია ან არათანაბრად დიდ ხარჯს მოიცავს.
• შეკეთება ან შეცვლა უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში, მომხმარებელთან შეთანხმებით.
თუ კომპანიის მხრიდან არ მოხდა გონივრულ ვადაში, პროდუქციის შეკეთება ან შეცვლა,
მომხმარებელს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს თანხის ანაზღაურება.
• მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ პროდუქციის ნაკლი
• უმნიშვნელოა.
• მომხმარებელი სარგებლობს ზემოთხსენებული უფლებებით საგარანტიო პერიოდის
• განმავლობაში.
თუ შეძენილი პროდუქციის ნაკლი გამოვლინდა შეძენიდან 6 თვის განმავლობაში კომპანიას
ეკისრება ვალდებულება, დაამტკიცოს ნაკლის არსებობის გამომწვევი მიზეზის ბრალიანობა,
შეძენილი პროდუქციის 6 თვის ვადის შემდეგ კი ვალდებულება ეკისრება მომხმარებელს,
დაამტკიცოს რომ წუნი იყო შეძენის ვადიდან.
დამატებითი საგარანტიო პირობები


• პროდუქციის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია შეამოწმოს პროდუქტის ვიზუალი და ხელი
• მოაწეროს მიღება-ჩაბარების აქტს, სადაც დაადასტურებს შემოწმებას.
• პროდუქტის ჩაბარებიდან, მომხმარებელზე გადადის ვალდებულება ნივთის დაზიანებასთან
• დაკავშირებით.
• იმ შემთხვევვაში, თუ საგარანტიო პირობების ფარგლებში, მომხმარებლის მიერ განხორციელდა
• ცრუ გამოძახება, მომხმარებელი ვალდებულია, მოვაჭრეს გადაუხადოს ცრუ გამოძახების
• საფასური 50 ლარი.
• საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საგარანტიო მომსახურება უფასოა.
• ნივთის შემოწმება (დიაგნოსტირება) განხორციელდება პრეტენზიის დაფიქსირებიდან 7 (შვიდი)
• სამუშაო დღის ვადაში.
• ნივთის შეკეთების ვადა განისაზღვრება შესაკეთებელი ნივთის სერვისცენტრის
• წარმომადგენლისთვის გადაცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით. გარდა იმ შემთხვევისა,
• როცა ნივთის შეკეთებისთვის აუცილებელი ნაწილები/დეტალები საჭიროებს უცხო ქვეყნიდან
• საქართველოში მოწოდებას, რა დროსაც ხსენებული ვადა განისაზღვრება 60 (სამოცი)
• კალენდარული დღით.

• პროდუქცია იცვლება იგივე პროდუქციით, თუ ამის შესაძლებლობა არ არის, მომხმარებლის
• დასტურით ხდება სხვა ბრენდის პროდუქციით ჩანაცვლება, ფასის სხვაობის გათვალისწინებით.

საგარანტიო ტალონი იურიდიული პირებისთვის
გარანტიის პირობები:

კომპანია „გრილ-თბილ სერვისი“ ადასტურებს, რომ ნივთი არის სრულიად ახალი, გამოტანილი
საწყობიდან, შესაბამისად შეფუთული.
მომხმარებელმა საჭიროა გახსნას მიტანილი ნივთი მომწოდებელთან ერთად და შეამოწმოს
ვიზუალურად.
ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, ნივთი შეიცვლება იგივე პროდუქტით, მარაგის ამოწურვის
შემთხვევაში კი იგივე ხარისხისა და ფასის ნივთში ან გადახდილი თანხა დაუბრუნდება
მომხმარებელს.

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ნივთის მიტანიდან, ნებისმიერი ზიანის შემთხვევაში,
მომხმარებლის მხრიდან, არ იქნება ანაზღაურებადი.
საგარანტიო პირობები ძალაშია პროდუქტის შეძენიდან და მოქმედებს 2-5 წლამდე.
პროდუქტის შეძენისას, არასწორი გაბარიტების შერჩევის შემთხვევაში, კომპანია არ არის
პასუხისმგებელი, თუმცა თუ ნივთი აღმოჩნდება იმაზე დიდი ზომის, ვიდრე მომხმარებელმა
გაზომა ადგილი, სადაც ნივთი უნდა მოთავსდეს, შესაძლებლობის შემთხვევაში მოხდება
გადაცვლა.
საგარანტიო პერიოდში ნებისმიერი ქარხნული წუნი ექვემდებარე შეკეთებას ან შეცვლას, ნივთის
წარდგენიდან 15 დღის სამუშაო დღის ვადაში.
თუკი ნივთის შეკეთება არის შეუძლებელი, დასკვნის საფუძველზე ჩანაცვლდება ახლით
5 სამუშაო დღის ვადაში.
პროდუქტის შეცვლა ხდება იგივე ან მომხმარებლის მიერ საფასურის დამატების შემთხვევაში,
სხვა ბრენდის პროდუქციით.
პროდუქტის გადაცვლისას აუცილებელ პირობას წარმოადგენს რომ პროდუქტი იყოს
თავისივე კომპლეტაციითა და აქსესუარებით.
საგარანტიო ვალდებულება რომ შესრულდეს აუცილებელია შემდეგი პირობები:

• საგარანტიო უნდა იყოს წარმოდგენილი.
• საგარანტიო ვადა ძალაშია.
• საგარანტიო ტალონში ან საქონლის კორპუსზე არ იკითხება ამ ამძვრალია სერიული ნომერი/იმეი კოდი;
• თუ საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია ან გადაკეთებულია;
• დაზიანებული ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი;

საგარანტიო მომსახურებას არ ექვემდებარება:

• ნებისმიერი ვიზუალური დეფექტი ან მექანიკური დაზიანება;
• არასწორი ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დარღვევის გამო დაზიანება;
• დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება, მაღალი ძაბვა), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, შეუსაბამოდ მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით.
• ნივთი დაშლილია (გახსნილია) თვითნებური შეკეთების შედეგად;
• დაზიანება გამოწეულია არაკომპეტენტური პირის მიერ (სერვისცენტრის ოსტატის გარეშე) განხორცილებული სარემონტო ან/და სამონტაჟო სამუშაოების არაკვალიფიციური შესრულებით;
• დეფექტები გამოწვეული ნივთის კონსტრუქციაში თვითნებური ცვლილებების შეტანის შედეგად;
• ნივთი დაზიანდა კომერციული დანიშნულებით გამოყენებისას;

გარანტია არ ვრცელდება ელექტროაქსესუარებზე (მათ შორის):
• შტეფსელის გადამყვანი;
• დისტანციური პულტები (ყველა სახის ნაკეთობაზე);
• ფილტრები, შლანგები, ნაჭრის ტომრები (კონდიციონერი, სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი).

ონლაინ შეძენა

,,გრილ-თბილ სერვისი'' გთავაზობთ ონლაინ შეძენას, პირდაპირი გადახდისა და განვადების საშუალებით, თბილისის მასშტაბითა და მის ახლომდებარე ტერიტორიაზე.
ონლაინ შეძენა შეგიძლიათ გააკეთოთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

ამისათვის საჭიროა:
1. რეგისტრაცია უნდა გაიაროთ საიტზე
2. რეგისტრაციისას უნდა მიუთითოთ:

• სახელი და გვარი
• ტელეფონის ნომერი
• პირადი ნომერი
• მისამართი, სადაც გნებავთ ნივთის მიწოდება
• თქვენი მოქმედი იმეილის მისამართი

მომხმარებლის პასუხისმგებლობაშია ინფორმაციის სწორად მითითება, სხვა შემთხვევაში, პროცესთან
დაკავშირებულ ხარვეზზე კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას.
3. გადახდისთვის უნდა გამოიყენოთ თბს ბანკის ბარათი.

4. ვებგვერდზე ბარათით გადახდისას, საკომისიო არ ემატება.
გადახდა ხორციელდება უსაფრთხო საგადახდო სისტემით, რაც საშუალებას იძლევა არ იქნას შენახული ბარათის მონაცემები.

შეძენილი ნივთის მიწოდება შესაძლებელია 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

კონფიდენციალობის პოლიტიკა

კონფიდენციალობის პოლიტიკა
წინამდებარე დოკუმენტი არის სახელმძღვანელო კომპანიასა და მომხმარებელს შორის დადებული სავალდებულო შეთანხმება, რაც გულისხმობს მომხმარებლის პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას, მისი განთავსებისას.ტერმინთა განმარტება
კომპანია - შპს ,,გრილ-თბილ სერვისი“ /სავაჭრო ნიშნით ,,გრილ-თბილ სერვისი“/; რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 440891215. იურიდული/მ & ფ/მისამართი: ქ. თბილისი, ალიო მირცხულავას 9/11
მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი - კომპანია, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის მონაცემთა დამუშავებას, მისი კონფიდენციალურობის დაცვის გათვალისწინებით.
დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი - იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება რომელიც ახდენს მომხმარებლის პირადი მონაცემის ანალიზს.
ვებგვერდი -კომპანიის ვებგვერდი - griltbilservice.ge , რომლის მეშვეობითაც ხდება მომხმარებელთა მომსახურება;
მომხმარებელი/თქვენ - ფიზიკური პირი, რომელიც საიტზე რეგისტრაციისას ეთანხმება საიტის პოლიტიკას, წესებსა და პირობებს, ან მესამე პირი, რომელიც მეორე პირის მეშვეობით სარგებლობს საიტის მომსახურებით.
მონაცემთა სუბიექტი - მომხმარებელი, რომელიც რეგისტრირებულია საიტზე.
პერსონალური მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი/პასპორტი ნომერი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელ.ფოსტა;
მონაცემთა დამუშავება - კომპანიის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით მომხმარებლის მონაცემთა შეგროვება, დამუშავება, შეცვლა ან ნებისმიერი ქმედება მონაცემებთან დაკავშირებით.
ლოგირება - მონაცემებზე წვდომის იდენტიფიცირება და აღრიცხვა, მონაცემთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერ ოპერაციაზე ავტომატურ რეჟიმში პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება და შენახვა (დათვალიერება, გადახვევა, გადმოწერა, წაშლა და ა.შ. დრო და სუბიექტი).
მონაცემთა მიმღები - ფიზიკური ან იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელსაც მონაცემები გადაეცა გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა.

მომხმარებლის განცხადებები
არსებული დოკუმენტის მონიშვნის შემდეგ დასტურდება მომხმარებლის მიერ თანხმობა წესებსა და პირობებზე.
• მომხმარებელი არის 18 წელს მიღწეული პირი.
• თანხმობა არის ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.
• ეთანხმებით კომპანიის მხრიდან შემუშავებულ წესებსა და პირობებს, ასევე ადასტურებთ რომ თქვენს მიერ შეყვანილი მონაცემები არის ზუსტი და თანხმობა არის თქვენი სურვილი.


კომპანიის განცხადებები

• კომპანია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის მიხედვით.
• გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, კომპანია უზრუნველყოფს რომ მომხმარებლის პირადი მონაცემები იყოს კონფიდენციალური.
• მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გამოყენებულ იქნება კეთილსინდისიერად.
მონაცემთა მიწოდება ნებაყოფლობითია, თუ მომხმარებელი მისი სურვილის შემთხვევაში მოგვცემს თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
• მონაცემთა დამუშავება საჭიროა, რადგან მომხმარებელმა ისარგებლოს საიტზე არსებული სერვისებით.
• მონაცემთა დამუშავების ვადა შეადგენს თქვენსა და კომპანიას შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების (ვადის ამოწურვის გამო ან ვადამდე შეწყვეტა) ვადას დამატებული 3 წელი.
• მომხმარებელს შეუძლია პერსონალურ დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინტერესის შემთხვევაში მოგვწეროს მეილზე griltbilservice2013@gmail.com
• კომპანიის საიტზე შეძენისას მომხმარებლის მიერ მითითებული საბანკო ბარათის ტიპის, ნომერი, აუთენტურობის კოდი ან მისი მაიდენტიფიცირებელი სხვა ინფორმაცია კომპანიისთვის მიუწვდმელია და მას არ ინახავს.
• კონფიდენციალობის პოლიტიკა მოქმედებს, მომხმარებლის მიერ საიტზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ.


მომხმარებლის უფლებები

• თქვენ უფლება გაქვთ უსასყიდლოდ მოსთხოვოთ კომპანიას შემდეგი სახის ინფორმაცია:
• ინფორმაცია იმაზე, მუშავდება თუ არა მომხმარებლის მონაცემები და დამუშავების მიზანი. დამუშავების ხანგრძლივობა და შენახვის ვადები. ინფორმაცია მონაცემებზე უფლებამოსილი პირების წვდომაზე, მონაცემთა განადგურების წესის შესახებ და მოხდა თუ არა მათი მესამე პირზე გადაცემა და რის საფუძველზე.
• მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მონაცემების დაბლოკვა, ჩასწორება, განახლება. ასევე
სხვა მესამე პირისთვის მონაცემთა გადაცემის მოთხოვნა, (პორტირება) საქართველოს კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას და ამავე კანონით დადგენილი წესით. ასევე, მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით თანხმობის გახმობა, წარდგენიდან 10 სამუშაო დღის
ვადაში.
თუ მომხმარებლი მიიჩნევს, რომ კომპანიამ დაარღვია ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით მონიჭებული უფლებები, მას 1 (ერთი) თვის ვადაში შეუძლია მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.

მონაცემთა უსაფრთხოება
• კომპანიის მიერ დაცულია მომხმარებლის მონაცემების უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა.
• მონაცემების მთლიანობა, ხელმისაწვდომობა და ლოგირება უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ.

• მესამე პირებისთვის გამჟღავნება
კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მოხდება კომპანიის, თქვენი, კომპანიის მომხმარებელების ან სხვათა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით სისხლისამართლებრივი, ადმინისტრაციულსამართლებრივი და სამოქალაქოსამართლებრივი საქმეების წარმოების ფარგლებში კანონით განსაზღვრული პირობების და პროცედურების სრული დაცვით.
სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში მონაცემები გამჟღავნება ხორციელდება წვდომაზე საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლო განჩინების ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე ხსენებულ დოკუმენტებში მითითებული მოთხოვნის გათვალისწინებით.
ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას მონაცემების გამჟღავნება ხორციელდება წვდომაზე საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული (მათ შორის, სამართალდამცავი) ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე ხსენებულ დოკუმენტებში მითითებული მოთხოვნის გათვალისწინებით.
სასამართლოში კომპანიის სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების (პასუხისმგებლობისგან თავის დაცვისა და სხვა კანონიერი ინტერესი) მიზნით მონაცემების გამჟღავნება (გადაცემა) ხორციელდება მონაცემების წვდომაზე საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ კონკრეტული დავის არსისა და საჭიროების გათვალისწინებით.
კომპანია აღრიცხავს და ინახავს ინფორმაციას მონაცემების გამჟღავნების თითოეული შემთხვევის თაობაზე.



შესწორებები და ცვლილებები

ვინაიდან, მომხმარებლის მხრიდან ვებგვერდის სარგებლობისას მიიჩნევა, რომ მომხმარებელი
ეთანხმება კომპანიის პოლიტიკას, კომპანია უფლებამოსილია ვებგვერდზე შეიტანოს ცვლილებები
მოთხოვნების შესაბამისად, მომხმარებლის თანხმობის გარეშე. კომპანიის მხრიდან გამოქვეყნებული ნებისმიერი ცვლილება ძალაშია
გამოქვეყნებისთანავე.



„მზა-ჩანაწერებს“ "Cookie" პოლიტიკა

ეს პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ იყენებს შპს გრილთბილ სერვისი (ს/კ 440891215)
(შემდგომში — „კომპანია“ ან „ჩვენ“) ქუქი-ფაილებს (Cookies) და სხვა მსგავს
ტექნოლოგიებს, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს www.griltbilservice.ge
(შემდგომში — „საიტი“) ან სარგებლობთ ჩვენი სერვისებით.
1. რა არის Cookies
Cookies არის პატარა ტექსტური ფაილები, რომლებიც იგზავნება თქვენს
კომპიუტერში, სმარტფონში ან სხვა მოწყობილობაზე, რომელსაც იყენებთ საიტზე
დასაკავშირებლად. ეს ფაილები ინახება თქვენს ბრაუზერში და საიტზე ხელახლა
წვდომისას უბრუნდება ჩვენს სისტემას ან მესამე მხარის სერვერს (მაგალითად,
ანალიტიკური ან რეკლამული მომსახურების პროვაიდერს).
Cookies დაგვეხმარება:
• დავიმახსოვროთ თქვენი პარამეტრები (მაგალითად, ენა, ავტორიზაცია);
• გავაუმჯობესოთ საიტის ფუნქციონირება;
• შევისწავლოთ, როგორ იყენებენ მომხმარებლები საიტს, რათა
გავაუმჯობესოთ მომსახურება;
• მოგაწოდოთ პერსონალიზებული შინაარსი ან შეთავაზებები.
2. Cookies-ის სახეები
ა) სესიური Cookies
ესენი დროებით ინახება ბრაუზერში, მხოლოდ თქვენი ვიზიტის განმავლობაში.
ბრაუზერის დახურვისთანავე ავტომატურად იშლება. სესიური Cookies გამოიყენება,
მაგალითად, საიტზე ავტორიზაციის შესანარჩუნებლად ან იმ გვერდებს შორის
ნავიგაციისათვის, რომლებიც ავტორიზაციის გარეშე ხელმისაწვდომი არ არის.
ბ) მუდმივი Cookies
მუდმივი Cookies არ იშლება ბრაუზერის დახურვისას. ისინი ინახება
განსაზღვრული ვადით ან მანამ, სანამ ხელით არ წაშლით. ასეთი Cookies
დაგეხმარებათ, მაგალითად, საიტის ხელახლა ნახვისას არ მოგიწიოთ ენის ან სხვა
პერსონალური პარამეტრების თავიდან შერჩევა.
3. Cookies-ის კატეგორიები მათი დანიშნულების
მიხედვით
1. აუცილებელი Cookies
აუცილებელია საიტის ძირითადი ფუნქციონირებისთვის. მათ გარეშე საიტი
ვერ იმუშავებს სწორად. მაგალითად, ასეთია Cookies, რომლებიც ინარჩუნებს
თქვენს ავტორიზაციას ან უზრუნველყოფს სასაჩივრო ფორმის გამართულ
მუშაობას. აუცილებელი Cookies თქვენს მოწყობილობაზე თავსდება
თანხმობის გარეშე, რადგან მათი გამორთვა საიტის მუშაობას სრულად
შეზღუდავს.
2. ანალიტიკური/სტატისტიკური Cookies
გვეხმარება გავიგოთ, როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენს საიტს.
ვაგროვებთ ანონიმურ სტატისტიკურ ინფორმაციას, როგორიცაა: რომელი
გვერდებია ყველაზე პოპულარული, საიდან შემოდიან მომხმარებლები, რა
დროის განმავლობაში რჩებიან საიტზე და ა.შ. ამის წყალობით
ვაუმჯობესებთ ჩვენს მომსახურებას.
3. ფუნქციური Cookies
ინახავს თქვენს პერსონალურ პარამეტრებს (მაგალითად, არჩეულ ენას,
საკონტაქტო ფორმაში თქვენს მიერ შეყვანილ მონაცემებს და ა.შ.), რათა
მომდევნო ვიზიტისას არ მოგიწიოთ მათი თავიდან შეყვანა. ეს ზრდის
თქვენი მოხმარების კომფორტს.
4. მარკეტინგული/რეკლამული Cookies
გამოიყენება თქვენთვის უფრო შესაფერისი რეკლამების ან კონტენტის
წარსადგენად. ასეთი Cookies შეიძლება დაყენდეს ჩვენი ან მესამე მხარის
პარტნიორი პლატფორმების მიერ (მაგალითად, Google, Facebook და სხვ.).
ისინი აკონტროლებენ, თუ რა ტიპის შინაარსი გაინტერესებთ, რათა
შემოგთავაზონ უფრო რელევანტური ინფორმაცია.
4. პირველი და მესამე მხარის Cookies
• პირველი მხარის Cookies — როცა Cookies უშუალოდ ჩვენ (შპს ქლინ ნეტი)
ვაყენებთ თქვენს მოწყობილობაზე.
• მესამე მხარის Cookies — როცა Cookies პლატფორმის ან მომსახურების სხვა
პროვაიდერების მიერ ინადგება (მაგ., სოციალური მედიის „პიქსელები“,
ანალიტიკური ინსტრუმენტები).
5. რატომ ვიყენებთ Cookies
შპს ქლინ ნეტი გამოიყენებს Cookies-ს შემდეგი მიზნებისთვის:
1. საიტის საბაზისო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად (აუცილებელი
Cookies);
2. საიტის შესრულებისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად;
3. მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზაციისთვის (ენოვანი
პარამეტრები, ავტორიზაცია და ა.შ.);
4. სტატისტიკური და ანალიტიკური მონაცემების შეგროვებისა და
გაანალიზებისთვის, რათა გავაუმჯობესოთ მომსახურება;
5. რეალევანტური სარეკლამო ან საინფორმაციო მასალისთვის (მხოლოდ
თქვენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე).
6. Cookies-ის მართვა და წაშლა
გაქვთ შესაძლებლობა დაბლოკოთ ან წაშალოთ Cookies ნებისმიერ დროს. ამისათვის
შეგიძლიათ გამოიყენოთ:
• ბრაუზერის პარამეტრები (მაგალითად, Google Chrome, Mozilla Firefox, Safari,
Opera, Internet Explorer/Edge);
• Cookies-ის მართვის სპეციალური ინსტრუმენტები (AdBlock, Ghostery, ან
სხვა მსგავსი გაფართოებები).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Cookies-ის გამორთვამ ან წაშლამ შესაძლოა
შეაფერხოს საიტის ზოგიერთი სერვისის მუშაობა ან მნიშვნელოვნად შეამციროს
მისი ფუნქციონალი.
7. Cookies-ის შენახვის ვადები
ყოველი Cookies-ფაილი ინახება განსაზღვრული ვადით:
• სესიური Cookies წაიშლება მაშინვე, როცა დახურავთ ბრაუზერს;
• მუდმივი Cookies შეიძლება ინახებოდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე
წლამდე, მათი დანიშნულებისა და ფუნქციის გათვალისწინებით.
კომპანია იცავს მონაცემთა შენახვის მინიმალიზმის პრინციპს: Cookies-ები არ
ინახება იმაზე მეტხანს, ვიდრე აუცილებელია იმ მიზნებისათვის, რისთვისაც
ისინი შეიქმნა.
8. სამართლებრივი საფუძველი
Cookies-ის გამოყენებისას, ჩვენ ვითვალისწინებთ:
• მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობას (მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი);
• თქვენს თანხმობას (არააუცილებელი Cookies-ის შემთხვევში), რომელიც
შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ.
9. მესამე მხარის ვებგვერდები
ჩვენი საიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა ვებგვერდებზე, რომლებიც არ
ექვემდებარება ჩვენს პირდაპირ კონტროლს (მაგ.: ვიდეოპორტალები, სოციალური
ქსელები). ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მესამე მხარის საიტების
კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და Cookies-ის პრაქტიკაზე. გირჩევთ,
დამოუკიდებლად გაეცნოთ მათ პოლიტიკას, სანამ მათ სერვისებს გამოიყენებთ.
10. კონტაქტი
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ჩვენი Cookies პოლიტიკის შესახებ ან გნებავთ
მოსთხოვოთ დამატებითი განმარტება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
შპს გრილთბილ სერვისი (ს/კ 440891215)
ალიო მირცხულავას 9/11, თბილისი, საქართველო
ელ-ფოსტა: griltbilservice@gmail.com
ტელეფონი: +995 558103113
+995 596120006



ჩვენი ღირებულებები

რატომ ირჩევენ
გრილ-თბილ სერვისს


სერტიფიცირებული აღჭურვილობა

ვყიდით მხოლოდ ოფიციალური მწარმოებლების პროდუქციას. ყოველი პროდუქტი გაივლის შემოწმებას მონტაჟამდე.

გამჭვირვალე ფასი და პირობები

ვიყენებთ ფიქსირებულ ტარიფებს . ჟონვის შემთხვევაში ვადგენთ ოფიციალურ აქტს ადგილზე.

ფიქსირებული ტარიფი